The Strokes მორიგ ალბომზე მუშაობს

თანამედროვე ინდი მუსიკის პიონერი ბენდი The Strokes ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს.

 2011 წლის აპრილში The Strokes-ის რიგით მეოთხე ალბომი, Angles, გამოვიდა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი ნიუ იორკული ბენდი სტუდიაში დაბრუნდა და ახალ მასალაზე მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაცია ბენდის ბასისტმა ნიკოლაი ფრაიტურმა თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

 The Strokes 1998 წელს ხუთმა მეგობარმა - ჯულიან კასაბლანკასმა (ვოკალი), ნიკოლაი ფრაიტურმა (ბასი), ფაბრიციო მორეტიმ (დრამი), ალბერტ ჰემონდ უმცროსმა (გიტარა) და ნიკ ვალენსიმ (გიტარა) - დააარსა. 2001 წელს ინდი როკის კლასიკად აღიარებული ალბომი Is This It გამოუშვეს, რომელმაც ბენდს კრიტიკოსების აღიარება და უდიდესი წარმატება მოუტანა.

კომენტარები