სტალინი ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/stalin22.png##fbimage#
უნგრეთის დედაქალაქის საქალაქო საბჭომ სტალინი ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოშალა. ამ გადაწყვეტილებას მხარი საბჭომ სრული შემადგენლობით  დაუჭირა. უნგრული საიტის,  politics.hu-ს ინფორმაციით, სტალინის ბედი გაიზიარეს და ”ქალაქის საპატიოთა” რიგები დატოვეს  ხორვატიის არმიის მეთაურმა იოსეფ ელიჩმა, რომელიც 1848 წელს უნგრეთის რევოლუციის ჩახშობაში მონაწილეობდა, ასევე ავსტრიის პრინცმა ალფრედმა და კიდევ რამდენიმე ავსტრიელმა 1848 წელს ჩადენილი იმავე ქმედებისთვის. 

1848 წლის რევოლუციის წინააღმდეგ ”უსასტიკესი ქმედებებისთვის” ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვა რუსეთის არმიის გენერალს, ერევნის გრაფს და ვარშავის ბრწყინვალე თავადს, ივან პასკევიჩს.  ეს ადამიანები  ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეთა სიიდან ”დემოკრატიის მტრობის გამო” ამოიღეს.

იოსებ ჯუღაშვილი ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქე 1947 წლის 7 ნოემბერს გახდა. მაშინ საქალაქო საბჭომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

 

კომენტარები