დენჩი და „და გარდა ამისა“

23 წელია, რაც ოსკარის, ტონის, ორი ოქროს გლობუსისა და ცხრა ბაფტას მფლობელ ჯუდი დენჩს, დიდი ბრიტანეთის იმპერიის ქალბატონის წოდება აქვს მინიჭებული. 76 წლის მსახიობმა, სულ ახლახან ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა. “და გარდა ამისა”, რომელშიც მკითხველს 57-წლიანი კარიერის შესახებ უყვება. – “ადამიანების რამდენი პროცენტი აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს? ორი პროცენტი? სამი? მეტი ნამდვილად არა” – აცხადებს მსახიობი, – “მე დასვენება არ მინდა. დასვენება მანქანის დიდი ხნით ავტოფარეხში დაყენებას ჰგავს, რომელსაც მერე, ძნელად თუ აამუშავებ”. წელს მსახიობის მონაწილეობით სამი ფილმი გამოვა: ”ჯეინ ეარი”, სადაც ქალბატონი მისის ფაირფაქსის როლს შეასრულებს, ”ჩემი კვირა მერლინთან” და ”კარიბის ზღვის მეკობრეები 4”. ხოლო 2012 წელს დენჩი კლინტ ისტვუდის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც F.B.I-ის უფროს ედგარ ჰუვერზეა (ლეონარდო დი კაპრიო) და დაბრუნდება M-ის როლში, ჯეიმს ბონდის მორიგ სერიაში.

”და გარდა ამისა” იმედგაცრუება იქნება მათთვის, ვინც ინფორმაციას მსახიობის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე ელოდება. დენჩი მოერიდა პირადულზე საუბარს, მისი მეუღლის სიკვდილსაც მცირედით ეხება. მაიკლ უილიამსთან ის 30 წლის განმავლობაში, 1971 წლიდან 2001 წლამდე, მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. სამაგიეროდ, მკითხველს შეეძლება ჯუდი დენჩის ცხოვრების ფილოსოფიას გაეცნოს, როდესაც ის ამბობს – ხელოვნება სერიოზულად უნდა მიიღო, მაგრამ ცხოვრება – არასოდეს.

 
 

კომენტარები