რეცეპტი

სტაფილოს თეთრი წვნიანი

5 ულუფის მასალა: 1 ხახვი 1 სტაფილო 3 კარტოფილი 2 კბილი ნიორი 1 პეშვი ვერმიშელი 1 კუბი სოკოს ბულიონი 1 მწიკვი ხარჩოს სუნელი (დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა) 2 სუფრის კოვზი სიმინდის ზეთი მარილი კამა ორი ლიტრი ადუღებული წყალი ჯამში 5 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით წვრილად ხახვი, მოთუშეთ. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და გადაურიეთ. შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და ხარჩოს სუნელი.
ადუღებულ წყალში ჩაუშვით კუბებად დაჭრილი კარტოფილი, სოკოს ბულიონის კუბი და  მოთუშული მასა. 
კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წვნიანს დაუმატეთ ვერმიშელი და მარილი. გადმოდგით წვნიანი ცეცხლიდან 2 წუთში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03 ).
 

კომენტარები