მყინვარწვერზე ასვლისას თურქი ალპინისტი დაიღუპა

 ყაზბეგში, მყინვარწვერის დალაშქვრისას თურქი მთამსვლელი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ალპინისტების სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ისვენებდა, როცა ჯგუფს ერთ-ერთი მთამსვლელი მოწყდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ალპინისტები დაბა სტეფანწმინდამდე ჩამოვიდნენ და სამაშველო ჯგუფის დაუკავშირდნენ.

მაშველებმა დაღუპულის ცხედარი იპოვეს და ვერტმფრენით თბილისში გადმოასვენეს. ამ დროისთვის ორი თურქი ალპინისტი თურქეთის საელჩოში იმყოფება. საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ თურქ მთამსვლელებს ქართველი გიდი არ ჰყავდათ, ხოლო მყინვარწვერის დასალაშქრად მათ ყველაზე რთული მარშრუტი შეარჩიეს.

ყაზბეგის რაიონში, საქართველოს სამხედრო გზის გვერდით მდებარე მყინვარწვერის, იგივე ყაზბეგის მწვერვალის სიმაღლე 5047 მეტრია. 

კომენტარები