ივა კუზანოვს ერთი თვით სამედიცინო ლიცენზია შეუჩერდა

ცნობილ ექიმს, პლასტიკურ ქირურგ ივა კუზანოვს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ერთი თვით შეუჩერდა. გადაწყვეტილება სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველი ექიმის მიერ შარშან   17 წლის დავით თოთოშვილისთვის ფეხზე ნერვის აღდგენის ოპერაცია  გახდა. ოპერაციის შემდეგ  გაირკვა, რომ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

პაციენტის ოჯახი მიიჩნევს, რომ კუზანოვმა თოთოშვილს ოპერაცია უხარისხოდ ჩაუტარა, რის გამოც ახალგაზრდას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ჯანდაცვის სამინისტროში ამ მოსაზრებას იზიარებენ და აცხადებენ, რომ  კუზანოვმა პაციენტის წინა  დიაგნოზი არ გაითვალსიწინა.

"კუზანოვის მიერ ხარვეზებით ჩატარებული ოპერაციის გამო საბჭომ პლასტიკური ქირურგისთვის ერთი თვით, 20 თებერვლამდე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი თვის შემდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტო კუზანოვისთვის სამედიცინო საქმიანობის სერთიფიკატის აღდგენაზე იმსჯელებს,” განაცხადა  სამედიცინო საქმიანობის

ფოტო აღებულია საიტიდან kuzanov.ge

კომენტარები