26 იანვრიდან საქართველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეთათვის 26 იანვრიდან ძალაში შედის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

“თითოეული მხარის მოქალაქე სარგებლობს მეორე მხარის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის და საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტის და ასევე მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით,“ – აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ  ცნობაში.

საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყნებში 45 დღე უვიზოდ ყოფნა შეეძლებათ. ვიზის ან საჭირო ნებართვის მიღება, მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ დასჭირდებათ.

ირანსა და საქართველოს  შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი სამ ნოემბერს მოეწერა. იმავე თვეში თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლაც აღდგა.

კომენტარები