საქართველოს პარლამენტმა ახალი ელჩები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 10 დეკემბერს  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დაამტკიცა. შვედეთში ელჩად პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა. პოლონეთში საქართველოს ელჩი  კი ნიკოლოზ  ნიკოლოზიშვილი, სლოვაკეთში ყოფილი ელჩი, გახდა. პარლამენტმა ასევე ელჩებად დაამტკიცა: საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი - სლოვაკეთში, თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანში, გიორგი გორგილაძე - პორტუგალიაში , არჩილ ძულიაშვილი კი - ეგვიპტეში. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეიდან საქართველოს შევიცარიაში წარმოადგენს , ხოლო მის ადგილს ევროპის საბჭოში ჭიაბერაშვილის მოადგილე, მამუკა ჟღენტი დაიკავებს . გასულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სომხეთის რესპუბლიკაში, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და მექსიკის შეერთებულ შტატებში. 

კომენტარები