Getting Involved! ამიერკავკასიას აერთიანებს

6 დეკემბერს, თბილისში, ევროპის სახლში რობერტ ბოშის ფონდის თეოდორ ჰოისის სახელობის კოლეგიისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტის „Getting Involved” - ის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სოციალური პროექტები, რომლებიც „Getting Involved” - ის ფარგლებში განახორციელეს.

პროგრამა „Getting Involved!“ – Strengthening Civic Engagement among Young People” მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს შეიძინონ ცოდნა, აითვისონ პრაქტიკული მენეჯმენტის უნარჩვევები მცირებიუჯეტიანი პროექტების განსახორციელებლად, განვითარდნენ როგორც პირადად, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით და ხელი შეუწყონ რეგიონში ერებს შორის თანამეგობრობას. პროექტი მეორე წელია რაც ხორციელდება და ის ყოველწლიურ ხასიათს იღებს.

„პროექტის აქტივობები მიმართულია ამიერკავკასიის ქვეყნების ახალგაზრდებს შორის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობისკენ საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი აქტივობების გამომუშავებაზე, რომელიც დაეხმარებათ მათ სხვადასხვა სოციალურ პრობლემატიკის დანახვასა და ამ პრობლემების გადაჭრაში“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ირინე ოდიშარიამ.

გარდა დაჯილდოვების ცერემონიალისა, გაიმართა საქველმოქმედო აქცია წეროვანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის, რომელშიც პროექტის მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა. 

კომენტარები