ევრო 2011 და ევრო 2012: ასაკობრივების მეტოქეები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის და 2012 წლის პირველობის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა შედგა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევრო 2011-ზე მოსახვედრად გაისად, ელიტ-რაუნდის მეექვსე ჯგუფში ნორვეგიის, ბელარუსის და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ტურნირს კი მაისში სერბეთი უმასპინძლებს.

რაც შეეხება ევრო 2012-ს, ჩვენი გუნდი მერვე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა შვედეთის, ბულგარეთის და მოლდოვას ნაკრებებთან ერთად. ფინალურ ეტაპს სლოვენია უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირში მეცხრე ჯგუფში იასპარეზებს პოლონელ, თურქ და ლუქსემბურგელ თანატოლებთან ერთად. ამ ასაკში კონტინენტის პირველობას 2012 წელს ესტონეთში მიიღებს.

შესარჩევი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი საუკეთესო გავა, ამ ეტაპის მატჩები კი 2012 წლის მარტსა და აპრილში გაიმართება.

კომენტარები