შორიდან ძვირფასი ადამიანის საფლავზე დამხობილ დიდ კაცს ჰგავდა”, – ასე გაიხსენა ორმა რუსმა ქალბატონმა რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ნანახი სურათი. ახლოს მისვლის შემდეგ, მათ მომტირალი შეყვარებულის ნაცვლად დათვი დაინახეს, რომელიც მიცვალებულს ჭამდა.
მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ, რუსი დათვები დიდი ქალაქების სასაფლაოებს მიადგნენ და დაკრძალულთა ამოთხრა დაიწყეს, რადგან მათი ძირითადი საკვები სოკო, კენკრა და ბაყაყები ხანძრის შედეგად განადგურებულია.
მუნიციპალიტეტს უჭირს ცხოველების გაკონტროლება. ყველაზე მეტი ვანდალი- დათვი ჩრდილოეთში მდებარე კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეამჩნიეს.
„ისინი ძალიან მშივრები არიან. ხშირად სახლშიც გვივარდებიან. აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა კომის ნადირობისა და თევზაობის საზოგადოების პრეზიდენტმა.
რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან დახმარებას ითხოვენ.





