კანადელი მეძავები ზეიმობენ

კანადელ მეძავებს ზეიმის მიზეზი მიეცათ. ამ ქვეყნის სასამართლომ გააუქმა საროსკიპოებზე დაწესებული აკრძალვა. ეს ამბავი მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოთხოვნამ გამოიწვია. მათი არგუმენტით, აკრძალვის შემთხვევაში, ისინი ქუჩაში მუშაობაზე უნდა გადასულიყვნენ, საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად. კანადაში პროსტიტუცია ლეგალურია, თუმცა მკაცრად რეგულირდება. „საფრთხე, რომელიც ქუჩებში მეძავებს ემუქრებათ, ბევრად მეტია იმაზე, რომელსაც საზოგადოებისთვის საროსკიპოების არსებობა წარმოადგენს”, – ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება მოსამართლე სიუზენ ჰიმელმა. ამავდროულად, მეძავებს ექნებათ გაერთიანებების ჩამოყალიბების და გადასახადების გადახდის საშუალება.

კომენტარები