გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
"ახლა ჩემი პარტიის კითხვაა, შემიძლია თუ არა მე მათ მომდევნო საყოველთაო არჩევნებში გავუძღვე. ჩემი საპარლამენტო პარტიისგან ამ კითხვაზე პასუხი მოვისმინე და ამ პასუხს კეთილი ნებით ვიღებ." – განაცხადა სტარმერმა.
"ყველა გადაწყვეტილება, რაც მიმიღია, ჩემი საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას უკავშირდებოდა. ამიტომ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადავდგები." – დაამატა მან.
სტარმერის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ მეფე ჩარლზ III-ეს უკვე აცნობა და თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მისი პარტია ახალ ქვეყნის ახალ არ შეჯერდება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტარმერმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარ მრჩევლებთან, მინისტრებთან, პროფკავშირების ლიდერებთან და პარტიის დონორებთან საუბრის შემდეგ მიიღო.




