დედოფლისწყაროში ავტომობილი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მართავდა, 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. გავრცელებული ცნობით, ისინი ელექსტროსკუტერით მოძრაობდნენ.
როგორც ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, მოზარდებს თავდაპირველად დახმარება დედოფლისწყაროს კლინიკაში გაეწიათ, ხოლო შემდეგ დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.
როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




