მკვლელობა

ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

თავდაპირველად, ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი წერდა, რომ თვითმხილველებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, "რის შემდეგაც ქუჩაში სისხლის გუბეში მყოფი კაცი შველას ითხოვდა."  გამოცემის ცნობით, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 

კომენტარები