თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცს ყელი გამოჭრეს. ამავე ცნობებით, მოკლული 21 წლის სპორტსმენი იყო.
გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას ტაბულა ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.