მკვლელობა

ზუგდიდში, კაცი მოკლა, მის ცოლს კი თავზე დაზიანება მიაყენა - 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული ტ.ზ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებული ა.ქ. ხოლო მის მეუღლეს - 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის
„ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები