საქართველო-აშშ

განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები – ბოჭორიშვილი სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა "შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.

ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით". - ნათქვამია განცხადებაში. 

სახ.დეპის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე 25 მაისს შეხვდა. 

კომენტარები