რუსეთი-აშშ

რუსეთის ელჩი აშშ-ში: ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ავიამიმოსვლის აღდგენაზე

რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი
RBK.ru

აშშ-ში რუსეთის ახალმა ელჩმა, ალექსანდრ დარჩიევმა რამდენიმე განცხადება გააკეთა.

დარჩიევის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის კავშირის აღდგენისთვის მეტი მუშაობაა საჭირო. 

"საჭიროა მეტი მუშაობა, განსაკუთრებით სანქციების მიმართულებით".

ელჩის მტკიცებით, ორივე ქვეყანამ "კარგი ტემპით დაიწყო" მუშაობა, რომელიც კიდევ უფრო უნდა მომძლავრდეს.

დარჩიევმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა აშშ-ს სავიზო პროცედურების შემსუბუქებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები დაუსვა.

ასევე, რუსეთს სურს გაამარტივოს საკუთარი დიპლომატების მუშაობა აშშ-ში და დაიბრუნოს ჩამორთმეული უძრავი ქონების ნაწილი.

კომენტარები