საქართველოს საჰაერო სივრცე

Крымский ветер: აშშ-ს არმიის თვითმფრინავმა საქართველოში სადაზვერვო ფრენა შეასრულა

Крымский ветер / Telegram

ტელეგრამ-არხ Крымский ветер-ის ცნობით, აშშ-ს არმიასთან დაკავშირებულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა, სახელად Bombardier ARTEMIS II-მა, საქართველოს საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენა შეასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამ-არხის მონიტორინგის ჯგუფმა ვებგვერდ FlightRadar24-ზე დაყრდნობით მოიპოვა.

პროუკრაინული არხის მონაცემებით, რადიოელექტრონული სადაზვერვო თვითმფრინავი რუმინეთის მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის აეროდრომიდან აფრინდა და თავდაპირველად შავი ზღვის თავზე დაფრინავდა, რაც თვითმფრინავის ჩვეულ ტრაექტორიას წარმოადგენს. თუმცა, მოგვიანებით ამერიკული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეშიც შემოვიდა და გარკვეული დროის განმავლობაში სადაზვერვო ფრენა შეასრულა.

Крымский ветер წერს, რომ ARTEMIS II-ის მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ მას რუსეთში – ასტრახანიდან ელისტამდე, სტავროპოლის მხარესა და თითქმის მთელ კასპიის ზღვაში – რადიოლოკაციური და საკომუნიკაციო ობიექტების მონიტორინგი შეუძლია. ტელეგრამ-არხის მიხედვით, თვითმფრინავის მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ ირანსაც, მათ შორის, რეშთისა და მაჰაბადის ქალაქებს.

კომენტარები