ახალი მუსიკალური აღმოჩენების პლატფორმა, Tbilisi Newcomers, საკონკურსო ნამუშევრების მიღებას ოფიციალურად აცხადებს.
პროექტი, რომელიც წლებია, ქართული მუსიკალური სცენის განვითარებასა და ახალი არტისტების აღმოჩენას ემსახურება, ნებისმიერ მუსიკალურ პროექტს აძლევს შანსს, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნოს.
გამარჯვებული, Best Newcomer 2026, 4 ივლისს, საიუბილეო, მე-15 Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება.
პროექტის პირობები და ეტაპები
Tbilisi Newcomers-ს არ აქვს ჟანრობრივი შეზღუდვა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალბედა თუ უკვე არსებულ მუსიკალურ პროექტს (ბენდი, სოლო შემსრულებელი, ელექტრონული მუსიკის პროექტი).
კონკურსი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:
- I ეტაპი: აპლიკაციების მიღება (22 მაისი - 7 ივნისი, 18:00 საათი) მონაწილეობისთვის აუცილებელია 3 საავტორო ნამუშევრის გამოგზავნა. მნიშვნელოვანი პირობა: წარმოდგენილი ტრეკები 6 თვეზე მეტი ხნის დარელიზებული (გამოქვეყნებული) არ უნდა იყოს.
- II ეტაპი: Showcase (13 - 14 ივნისი) პირველი ტურის შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტების ცოცხალი (Live) შესრულების დახურული მოსმენა ჟიურის წინაშე.
- III ეტაპი: ფინალური კონცერტი - დასკვნითი ღონისძიება, სადაც გამოვლინდება წლევანდელი წლის გამარჯვებული (თარიღი ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში).
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
საკონკურსო განაცხადის შევსება შესაძლებელია 7 ივნისის 18:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე:
გახდი თბილისის ზაფხულის მთავარი მუსიკალური მოვლენის ნაწილი. გახდი Tbilisi Newcomer 2026!




