ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უნდა ფუნქციონირებდეს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად უნდა შეიქმნას აქ, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სამმართველო უკვე 1-ელი ივნისიდან შეძლებს სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.
მთავარია აღინიშნოს, რომ ეს სამმართველო იმუშავებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს საქართველოში და ის გამოავლენს თითოეულ იმ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოვლენა, კონკრეტული ადამიანების ღირსების შელახვა და ეს ჯდება კანონით აკრძალურ ქმედებაში.




