ქართული ოცნების პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

კობახიძემ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს.

ივანიშვილის პრემიერმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. 

კომენტარები