ტაივანი – ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა – აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი "დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოს" წარმოადგენენ, რომელიც "არ ექვემდებარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას".
ცნობისთვის, ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ "არ სურს ვინმეს დამოუკიდებლობისკენ წასვლა", როდესაც ჰკითხეს, დაეხმარებოდა თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.
"[...] და, იცით, 9 500 მილი უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ ვიომოთ. მე ეს არ მინდა" - უთხრა მან Fox News-ს და დაამატა, რომ სურს ორივე მხარემ "დაძაბულობა შეამციროს".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად არ აღიარებს თვითმმართველ კუნძულს, ჩინეთი ხშირად აკრიტიკებს ვაშინგტონს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. პეკინში ორდღიანი ვიზიტის დროს ტრამპს სი ძინფინგმა მოუწოდა, არ გააგრძელოს ეს პრაქტიკა, რადგან ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
დაძაბულობა ჩინეთსა და ტაივანს შორის
ტაივანი ტრამპს: დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ ვექვემდებარებით

AP Photo




