კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

რუსეთის პატრიარქი შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

რუსეთის პატრიარქმა კირილმა შიო III-ს საქართველოს პატრიარქად არჩევა მიულოცა. 

"გულითადად გილოცავთ თქვენი უწმინდესობის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას. ამ ამბავმა წმინდა სააღდგომო ბედნიერება გააღრმავა ჩვენი ეკლესიის შვილთა გულებში, რომელშიც ცხოვრობს ჭეშმერატი სიყვარული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისადმი.

ღვთის განგებით, ჩვენი და-ეკლესიები უძველესი დროიდან არიან დაკავშირებულნი თავიანთი საერთო ისტორიის განმავლობაში, გულმოდგინედ მოწმობენ რა სახარებისეულ ჭეშმარიტებას და ურყევად იცავენ რწმენას, რომელიც ერთხელ რომ მიეცა წმიდათ (იუდა 1:3)

მრავალჯერ საქართველოს სტუმრობისას, ასევე ივერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღებისას, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ერების ღრმა სულიერ სიახლოვეს.

ვლოცულობ, რომ ღვთის შეწევნით, თქვენს პირველმღვდელმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსსაცემი წინამორბედების დროს, განსაკუთრებით კი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივდებული, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მსახურების პერიოდში.

მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობასა და ზეციური შეწევნის არასოდეს დაკლებას მრავალჟამიერ, მშვიდობიან და კურთხეულ საპატრიარქო მსახურებაში." - წერია წერილში. 

კომენტარები