ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის თქმით, აშშ გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 აპრილს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მოკავშირე გერმანიაში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. 

"აშშ გერმანიაში სამხედროების რაოდენობის შესაძლო შემცირებას იკვლევს და განიხილავს. გადაწყვეტილებას მომდევნო მოკლევადიან პერიოდში მივიღებთ." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის პოსტს წინ უძღოდა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებები, რომელშიც მან ირანში ომის მიმართ მიდგომა გააკრიტიკა და თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ "დაამცირეს". 

აშშ-ს გერმანიაში მნიშვნელოვანი ზომის სამხედრო კონტინგენტი ჰყავს განლაგებული, რაც დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე 36 000-ზე მეტ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს. 

კომენტარები