ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ნავროცკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა პოლონეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნისთვის

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში
Alex Wong / Getty Images

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოლონეთში დამატებითი ამერიკელი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ნავროცკისთან მისი "ურთიერთობიდან გამომდინარე," ამერიკა პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიდა.

"მე ვდგავარ და ვიდგები პოლონურ-ამერიკული ალიანსის დასაცავად, რაც თითოეული პოლონური ოჯახისა და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების სასიცოცხლო მნიშვნელობის სვეტია. კარგი ალიანსები ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას." – დაწერა ნავროცკიმ X-ზე. 

"პოლონეთისა და პოლონელების უსაფრთხოება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია!" – დაამატა მან. 

ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის თქმით, პოლონეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნა ადასტურებს, რომ პოლონურ-ამერიკული კავშირები "ძალიან მტკიცეა, და რომ პოლონეთი სამაგალითო მოკავშირეა."

ტრამპის განცხადებამდე, 21 მაისს, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ს სამხედროების განლაგება დროებით გადაიდო. 

კომენტარები