რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას "ოპერაციული ვითარების გამო" აღარ გამოიყვანს

რუსეთის სამხედრო ტექნიკა 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.

შემცირებული ფორმატის აღლუმი, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართება, არ მოიცავს სამხედრო ტექნიკის ტრადიციულ კოლონას "არსებული ოპერატიული ვითარების გამო", განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიუხედავად ცვლილებისა, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო სასწავლებლების კურსანტთა ქვეითი კოლონა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფს წარმოადგენენ, ასევე დაგეგმილია საჰაერო ნაწილი.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიება მოსკოვის თავზე Су-25 ტიპის თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდება, რომლებიც რუსეთის დროშის ფერების კვამლს დატოვებენ.

კომენტარები