რუსეთი-სირია

სირია რუსეთის ხმეიმიმის ბაზის სამხედრო წვრთნის ცენტრად გადაკეთებას გეგმავს – Коммерсант

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე  
   

Коммерсант საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზის სამხედრო წვრთნის და ჰუმანიტარულ ცენტრად გადაკეთებას გეგმავს.

გამოცემის წყაროს თქმით, ბაზა რუსეთისა და სირიის "ერთობლივი მართვის" ქვეშ მოექცევა, თუმცა "მხოლოდ არასამხედრო მიზნებს" ემსახურება. სირიის ხელისუფლება ობიექტის გამოყენებას საკუთარი ძალების - ძირითადად რადიკალური შეიარაღებული დაჯგუფებებისგან შემდგარი - გაწვრთნისთვის აპირებს, რომლებსაც, წყაროს თქმით, ჩვეულებრივი სამხედრო უნარები არ გააჩნიათ.

Коммерсант ასევე წერს, რომ წვრთნებისთვის სირიას რუსი ინსტრუქტორების მოყვანა სურს.

რუსეთი სირიაში ამჟამად ლატაკიის პროვინციაში ხმეიმის საჰაერო ბაზას და ტარტუსში საზღვაო ლოჯისტიკის ობიექტს აკონტროლებს.

 
 

კომენტარები