რუსეთი-სირია

რუსეთმა, ალ-შარაას ვიზიტიდან ერთ კვირაში, სირიის საჰაერო ბაზაზე ფრენები განაახლა

რუსეთმა, სირიის ახალი ლიდერის, აჰმედ ალ-შაარას ვიზიტიდან ერთ კვირაში, სირიაში მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზაზე ფრენები განაახლა

26 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალების ИЛ-62М თვითმფრინავი ლიბიიდან აფრინდა და ლატაკიაში დაეშვა, მოგვიანებით კი მოსკოვის ოლქის მიმართულებიდან გაფრინდა.

24-29 ოქტომბრის შუალედში, კიდევ ერთმა რუსულმა АН-124-100 ტიპის თვითმფრინავმა ლატაკიაში სამჯერ ჩაფრინდა.

მედიის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოსკოვში იმყოფებიან. მხარეები საელჩოების აღდგენის საკითხზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

15 ოქტომბერს სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შაარა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა "ჰმეიმისა" და ტარტუსში მდებარე საზღვაო ბაზის აღდგენაზე იმსჯელეს.

კომენტარები