რუსეთი-სირია

მოსკოვში რუსეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

31 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასაად აშ-შაიბანისთან მოსკოვში შეხვედრა გამართა.

"რუსეთს სურს, რომ სირიელმა ხალხმა, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ყველა სირთულე დაძლიოს" - განაცხადა ლავროვმა მოლაპარაკებების გახსნისას.

"მიუხედავად სირიის დღევანდელი ვითარების განსაკუთრებულობებისა, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს სირიელ კოლეგებს იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც ისინი სირიის არაბულ რესპუბლიკაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსეთის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგამენ" - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოხსნას.

ლავროვმა თქმით, მოსკოვში ასევე, 15 ოქტომბერს დაგეგმილ რუსეთისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტში სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მონაწილეობას ელიან.

კომენტარები