აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ირანის საგარეო მინისტრი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც პუტინსა და ლავროვს შეხვდება

ვლადიმირ პუტინი და აბას არაღჩი
Sputnik / Alexander Kazakov

ირანული სამთავრობო მედიის, IRNA-ს ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

მანამდე რუსულ მედიას კრემლის პრესსპიკერმა დაუდასტურა, რომ პუტინი და არაღჩი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. აშშ-სა და ირანს შორის ომის დასამთავრებლად მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც. 

სანქტ-პეტერბურგში ჩასვლამდე არაღჩიმ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში მისი მგზავრობა "კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა რუს კოლეგებს ომთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გავაცნოთ". 

შაბათ-კვირას, რუსეთისკენ გამგზავრებამდე, ირანის საგარეო მინისტრი პაკისტანსა და ომანში შუამავლებს შეხვდა. მისი თქმით, პაკისტანში განიხილეს პირობები, რომლის ფარგლებშიც აშშ-ირანის მოლაპარაკებების გაგრძელებაა შესაძლებელი. 

კომენტარები