რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი ჩრდილოეთ კორეას ეწვია, სადაც ორმა ქვეყანამ 5-წლიანი სამხედრო პაქტი გააფორმა.
ბელოუსოვის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა "მდგრად, გრძელვადიან საფუძველზე" განაგრძონ და რომ მზად არიან, წელს 2027-2031 წლების ახალ სამხედრო პაქტს ხელი მოაწერონ.
მისივე თქმით, "რუსეთ-კორეის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა."
ბელუსოვმა ასევე სამხედრო ჯილდოები გადასცა ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს, რომლებიც კურსკის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ცნობისთვის, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ 2024 წლის ივნისსშიც გააფორმეს სამხედრო პაქტი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფხენინს ეწვია.





