სამი დიპლიმატი Reuters-ს უყვებიან, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპულ მთავრობებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მათგან კონკრეტული ვალდებულებების აღება რამდენიმე დღეში სურს.
სამმა დიპლომატმა Reuters-ს უთხრა, რომ რუტემ, რომელიც 8 აპრილს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა, ევროპულ ქვეყნებს ტრამპის მოთხოვნები გადასცა.
სააგენტო წერს, რომ ახლა ევროპელი ლიდერები ზეწოლის ქვეშ არიან, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტული გეგმები სწრაფად წარმოადგინონ.





