რუსული რეჟიმი

აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მარიამ მაძღარაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მარიამ მაძღარაშვილი
ლევან ზაზაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის "გადაკეტვის" საქმეებზე 3 პროცესი გაიმართა. 1 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

  • მარიამ მაძღარაშვილი - 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - მოსამართლე ნინო ენუქიძე
  • ნიკა ბერიძე - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
  • მიხეილ ნაყეური - სიტყვიერი გაფრთხილება - მოსამართლე თორნიკე კაპანაძე

დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პაატა ალავერდაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას 8 მარტს "პოლიციელის შეურაცხყოფას" ედავებოდნენ. დაკავების შემდეგ ალავერდაშვილმა 2 დღე იზოლატორში უკვე გაატარა, ამიტომ მას 2 დღეში გაათავისუფლებენ.

კომენტარები