პატრიარქის გარდაცვალება

ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციას პუტინის წარმომადგენელიც ხელმძღვანელობდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი

კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციას, ბელორუსის ეგზარქოსთან ერთად, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოიც ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და სრულიად ქართველ ხალხს გადაეცა სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები" - აღნიშნულია სექციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები