პატრიარქის გარდაცვალება

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს

ილია მეორე
Sergey Ponomarev/Associated Press

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. 

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე სამგლოვიარო პროცესიით გადაასვენეს. 

ქართველმა სამღვდელოებამ 22 მარტს დილით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სულისმოსახსენიებელი წირვა აღასრულა. მოგვიანებით, პატრიარქს წესი აუგო ყოვლადუწმინდესმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა. წესის აგებაში მონაწილეობდნენ მოსაყდრე შიო მუჯირი და ქართველი სასულიერო პირები.

წესის აგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლსა და ქართველ ერს ილია II-ისათვის გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ბართლომეოს პირველმა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.

კომენტარები