პატრიარქის გარდაცვალება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა. 

"დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი" - განაცხადა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

ილია მეორის ცხედარს საპატრიარქოს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

კომენტარები