ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში, ეუთო/ოდირის ანგარიშზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთო-ს ექსპერტთან, მივიღეთ ექსპერტი საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ მას, ყველა მოთხოვნილი შეხვედრა მან გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მას მიეწოდა ყველა მოთხოვილი მასალა, თუკი რამე შეიძლებოდა მისი ინტერესის სფეროში ყოფილიყო და სულ რაღაც 2 დღეში ამ ვიზიტის განხორციელებისა, მან მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, რაც თავისთავად ბადებდა ეჭვს, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ფიზიკურად ამხელა მასალის, ამდენი ინფორმაციის გადამუშავება ორ დღეში.
რა თქმა უნდა, ეს ბადებდა ეჭვს, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში, წინასწარ მომზადებული დოკუმენტი." - თქვა ბოჭორიშვილმა.





