აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

CNN: მოჯთაბა ხამენეი აშშ-ისრაელის იერიშების პირველ დღეს დაშავდა, მას დაზიანებები აქვს სახეზეც

მოჯთაბა ხამენეი
Reuters

ინფორმირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ აშშ-სა და ისრაელის ირანზე იერიშების კამპანიის პირველ დღეს ფეხის მოტეხილობა და სხვა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

წყაროს თქმით, დაზიანებული ფეხის გარდა, ხამენეის მარცხენა თვალის ირგვლივ ჩალურჯება ჰქონდა, ასევე სახეზე მცირე ჭრილობებიც.

ისრაელელმა წყარომ მანამდე CNN-ს უთხრა, რომ ხამენეი გასულ კვირას მკვლელობის მცდელობის დროს დაიჭრა.

ცნობისთვის, ხამენეი ირანის უმაღლეს ლიდერად დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და მას განცხადებაც კი არ გაუვრცელებია.

კომენტარები