ნიკო კვარაცხელიას საქმე

ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად – ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორი

გია შაიშმელაშვილი, ბესარიონ [ბუსა] ჟვანია

ნიკო კვარაცხელიას საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი ფორმულასთან ამბობს, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ძებნილ ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას, საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს. 

"ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად და მე არ ვიცი, სად არის" - თქვა შაიშმელაშვილმა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად 5 წლის შემდეგ გამოაცხადა. მათი თქმით, კვარაცხელიას შეკვეთილი განზრახ მკვლელობა ძმება გურამ და დავით კაკულიებმა, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიასთან ერთად დააორგანიზეს. 

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ [ბუსა] ჟვანიას პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

უწყების განცხადებით, ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამამისზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით დაგეგმეს. 

გეგმა ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც "დაიწყო დანაშაულის აღმსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ".

უწყების ცნობით, კვარაცხელიას მკვლელობა ბესარიონ ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულები იმავე წლის 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

კომენტარები