აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადურ პროდუქციაზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.
ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი "მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ კანადას ჩინეთისთვის "ჩაბარების პორტად" გადააქცევს, რათა საქონელი და პროდუქტები აშშ-ში გაგზავნოს". ამავე პოსტში ტრამპმა კანადის პრემიერი "გუბერნატორად" მოიხსენია.
"ჩინეთი კანადას ცოცხლად შეჭამს, სრულად შთანთქავს მას, მათ შორის, მის ბიზნესებს, სოციალურ ქსოვილსა და ზოგად ცხოვრების წესს." - დაამატა ტრამპმა.
მანამდე ტრამპი ამბობდა, რომ ჩინეთთან შეთანხმება არის, ის რასაც კარნი "უნდა აკეთებდეს და მისთვის კარგია, რომ სავაჭრო შეთანხმებას მოაწეროს ხელი."
თუმცა, ახალი პოსტის მიხედვით, ტრამპი აცხადებს, რომ "თუკი კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, მას დაუყოვნებლივ 100%-იანი ტარიფი დაუწესდება აშშ-ში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქციაზე."




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
