აშშ-ირანი

ირანი "სამხედრო აგრესიის" შემთხვევაში, აშშ-ს ბაზებს სამიზნეებად განიხილავს

Alex Wong/Getty Images/AFP & ირანის უზენაესი ლიდერი via AP

ირანმა გაეროს მისწერა, რომ თუ "სამხედრო აგრესიის წინაშე" აღმოჩნდება, რეგიონში არსებულ აშშ-ს ბაზებს, ობიექტებსა და აქტივებს სამიზნეებად განიხილავს.

ირანის გაეროში მუდმივმა წარმომადგენლობამ წერილში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა ირანის მიმართ “რეალურ სამხედრო აგრესიის საფრთხეზე მიუთითებს,” თუმცა ასევე განაცხადა, რომ ირანს ომი არ სურს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ "სამხედრო აგრესიის" შემთხვევაში ირანი “გადამწყვეტ პასუხს” გასცემს.

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს. 

WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს. 

 
 

კომენტარები