ე.წ. ქოლცენტრების საქმე

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა თუ არა მტკიცებულება არაა – გელბახიანი კილაძეზე

ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ცნობით, ბრალის დადგენილებაში ნათქვამია, რომ კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე უზრუნველყოფდა "ინფორმაციულ მხარდაჭერას", თუმცა, იღებდა თუ არა ფინანსურ სარგებელს ამის შესახებ "ცნობები არ არის".

"როგორც ვიცი, მოცულობით არის 20 ტომი, საქმე. [...] რა საფუძვლები აქვს ამ ბრალდებას ვერ გეტყვით, სანამ არ გავეცნობი და რომ გაგვეცნო 20 ტომს, 1 საათში, ბუნებრივია, პასუხი და პოზიცია არ მექნება. ბრალში საუბარია იმაზე, რომ ელისო კილაძე უკეთებდა ინფორმაციულ ხელშეწყობას, უზრუნველყოფას, მხარდაჭერას, მაგრამ მიიღო თუ არა სარგებელი ფინანსურად, მატერიალურად არ არის ამის შესახებ ცნობები. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა თუ არა არც ამაზე მტკიცებულება არ არის". - თქვა გელბახიანმა.

ცნობისთვის, ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის, მათ შორის ჟურნალისტი ელისო კილაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

კომენტარები