რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთის თქმით, ომში დანაკარგების გამო რუსეთი უცხოელ მებრძოლებზე უფრო დამოკიდებული ხდება

Getty Images

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი უფრო და უფრო ხდება დამოკიდებული უცხოელ მებრძოლებზე და რუსული მხარის დანაკარგები სამხედროების ჩანაცვლების ტემპს აღემატება. 

გამოცემა Bloomberg-ს ჰილიმ განუცხადა, რომ როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა გასულ კვირას ევროპელ კოლეგებს უთხრა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კიევის მიერ რუსულ მხარეს გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა აღემატებოდა კრემლი მხრიდან სამხედროების მობილიზაციის ტემპს. 

მისი თქმით, ამის გამო რუსული არმია კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება ათასობით უცხოელ მებრძოლზე, მათ შორის, ინდოელ, პაკისტანელ, ნეპალელ, კუბელ, ნიგერიელ და სენეგალელ ახალწვეულებზე. 

"ხშირად მათი რეკრუტირება ცრუ საბაბითა და ზეწოლით ხდება, იმის გაცნობიერების გარეშეც, რომ ისინი უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსული ხორცსაკეპისთვის არიან განწირულნი." - აღნიშნა ჰილიმ. 

კომენტარები