დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Vanguard Tech: ამერიკულ ტანკერს ირანული საარტილერიო ნავები მიუახლოვდნენ და დაემუქრნენ

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard Tech-ის ცნობით, აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში ირანული საარტილერიო ნავები მიუახლოვდნენ და დაემუქრნენ, თუმცა, ტანკერმა სიჩქარე გაზარდა და მიმართულება არ შეიცვალა.

კომპანიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში Stena Imperative-ს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი სამი წყვილი მცირე შეიარაღებული ნავი მიუახლოვდა და ტანკერის კაპიტანს ბორტზე ასვლით დაემუქრა, თუმცა, ტანკერმა სიჩქარე გაზარდა და კურსი შეინარჩუნა.

Vanguard Tech-ის ცნობით, ტანკერს ამჟამად აშშ-ს სამხედრო გემი აცილებს.

MarineTraffic-ის ინფორმაციით, აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ბაჰრეინისკენ მიემართება და სიტრას პორტში 5 თებერვალს უნდა ჩავიდეს.

პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ასოცირებულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჟიმის წარმომადგენლები Vanguard Tech-ის ცნობას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ტანკერი მას შემდეგ გააჩერეს, რაც ის ირანის ტერიტორიულ წყლებში ნებართვის გარეშე შევიდა.

კომენტარები