ჩეხეთში კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციას კრიმინალიზდება და ნაცისტურ პროპაგანდას გაუტოლდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა მოაწერა.
ცვლილების შედეგად, 5-წლამდე პატიმრობით დაისჯება მოქალაქე, რომელიც "ქმნის, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნაცისტურ, კომუნისტურ ან სხვა მოძრაობებს, რომლებიც აშკარად მიზნად ისახავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ჩახშობას ან რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ან კლასობრივი სიძულვილის გაღვივებას".
როგორც Euractiv აღნიშნავს, კანონმდებლობაში ცვლილებები ჩეხეთის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტების, მათ შორის, ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტის მოწოდებების შემდეგ მიიღეს.





