აშშ-ვენესუელა

ვენესუელაში აშშ-ს ელჩი ჩავიდა, 7-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკა დიპლომატიურ მისიას აღადგენს

X

31 იანვარს აშშ-ს ელჩი, ლორა დოგუ, კარაკასში ჩავიდა, შვიდი წლის განმავლობაში შეჩერებული ურთიერთობების შემდეგ ვენესუელაში ამერიკული დიპლომატიური მისიის განახლების მიზნით.

"მე და ჩემი გუნდი მზად ვართ სამუშაოდ." - განაცხადა დოგუმ ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს X-ის ანგარიშის მიერ გავრცელებულ პოსტში. ამავე ანგარიშმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც მაიკეტიის აეროპორტში აშშ-ს ელჩის ჩასვლის კადრები ჩანს. 

თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა ტელეგრამზე დაწერა, რომ აშშ-ს ელჩის ჩასვლა საერთო გეგმის ნაწილია, რათა "არსებული განსხვავებები დიპლომატიური დიალოგის მეშვეობით მოგვარდეს, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართ₾ის საფუძველზე."

ნიკოლას მადურომ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წლის თებერვალში გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს, რომელიც აცხადებდა, რომ იანვრის არჩევნების შედეგად იგი ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გახდა. 

ვენესუელაში აშშ-ს საელჩოს გახსნას წინ უძღოდა იანვრის დასაწყისში აშშ-ს მიერ მადუროს დაკავების სპეცოპერაცია, რის შემდეგაც ქვეყნის დროებითი მმართველი მადუროს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.

ამასთან, ვენესუელის დროებითმა მთავრობამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, ხოლო ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა ნავთობის ინდუსტრიის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოების ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

კომენტარები