კიდევ ერთხელ ჩავარდა კამპანია, რომელიც დაიწყო თავიდან BBC-იმ და BBC გამოიყენეს წყაროდ სხვადასხვა ბიუროკრატმა და არარჩეულმა პირებმა საქართველოზე თავდასხმებისათვის, რომლებიც მოწმეებად გამოიყვანეს საქართველოში აგენტებმა და აგენტურის წარმომადგენლებმა. ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე ვინმეს ვინმე მოუწამლავს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დადასტურებულია საგამოძიებო სამსახურების მიერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილი აქვს დასმული აღნიშნულ საკითხს. საქართველოში გამოყენებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომლებსაც სხვა ქვეყანაშიც იყენებენ.
მაგალითისათვის აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს მასების მართვისათვის კონკრეტული საშუალება და აშშ-ში არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე. ეს მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის და შეტევის მისატანადაა გამოყენებული.





