გაერთიანებული სამეფომ უკრაინას 13 ერთეული Raven-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და Gravehawk-ის ორი პროტოტიპი გადასცა. ფაქტს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისთვის 2026 წლის 6 იანვარს გაცემული წერილობითი სამთავრობო პასუხი ადასტურებს.
Raven-ის სისტემა ფრონტის ხაზთან ახლოს დრონების, საფრენი აპარატებისა და ვერტმფრენების წინააღმდეგაა განკუთვნილი და ის სამეფო საჰაერო ძალების AIM-132 ASRAAM-ის ტიპის რაკეტის სახმელეთო ვარიანტს იყენებს. მას ასევე აქვს შეზღუდული ეფექტიანობა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ.
Gravehawk-ის სისტემა კი რუსეთის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინული ობიექტების დასაცავადაა შექმნილი. უკრაინისთვის სისტემის დამატებითი პროტოტიპების მიწოდება უკვე დაგეგმილია.





